• 17.11.2026

    20 ნოემბერს, 17:00 საათზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში ლია მამიაშვილის პერსონალური გამოფენა „ტექსტურის მიღმა“ იხსნება. სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის, მათ შორის თექისა და ატლასის ლენტების გამოყენებით შექმნილ კომპოზიციებში ფერი, ფორმა და ტექსტურა ერთიან ვიზუალურ ენას ქმნის. თექით მუშაობა ხელოვანმა 2018 წელს [...]

  • 10.11.2026

    13 ნოემბერს, 19:00 საათზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში თეონა კვახაძის პერსონალური გამოფენა „ცხოვრების ფერები“ იხსნება. მხატვრის ნამუშევრების ძირითადი მოტივები მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და პირად გამოცდილებას უკავშირდება. განცდები და ყოველდღიური შთაბეჭდილებები ტილოზე ინტენსიური ფერადოვნებით, დეკორატიული ფორმებითა და სალონური ესთეტიკით არის გადმოცემული. [...]

  • 10.11.2026

    6 ნოემბერს, 17:00 საათზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში მაია ნოდარიშვილის პერსონალური გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ გაიხსნება.გამოფენაზე წარმოდგენილია რუსთაველის პოემის პერსონაჟებისა და სიუჟეტური ეპიზოდების მხატვრისეული ინტერპრეტაცია, რომლებიც განსხვავებული ტექნიკური მიდგომითა და ინდივიდუალური მხატვრული ენით არის გაცოცხლებული.მაია ნოდარიშვილის შემოქმედებითი გზა ბავშვობიდან იწყება. 20 წლის ასაკში [...]

  • 02.11.2026

    30 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში იხსნება ვარლამ ჩარკვიანის გამოფენა „ხილულის მიღმა“. ვარლამ ჩარკვიანი ფსიქოენერგეტიკული მხატვრობის მიმართულებით მუშაობს და ფერის, შუქისა და ფორმის მეშვეობით ადამიანის ცნობიერების კვლევით ინტერესდება. დაახლოებით სამი ათწლეულია, იოგასა და ციგუნის პრაქტიკას მედიტაციასა და ცნობიერების შესწავლას [...]

  • 19.10.2026

    16-18 ოქტომბერს, 13:00 დან - 17:00 სთ-მდე, მესმას სახელოვნებო სივრცე მასპინძლობს ტყავზე მუშაობის ხელოვნების სამდღიან მასტერკლასს, რომელსაც ქართველი დიზაინერი, ბრენდის JULS-ის დამფუძნებელი ჯულიეტა ადანაია გაუძღვება. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ტყავზე ჭედვის ტექნიკას და თავად ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესში, რაც მათ შესაძლებლობას [...]

  • 19.10.2026

    9-11 ოქტომბერს მესმას სახელოვნებო სივრცე ახალგაზრდა ფსიქოლოგისა და ხელოვანის, ლიზა კალანდაძის, გამოფენას „ნარჩენები“ უმასპინძლებს. ხელოვანის მხატვრული პრაქტიკა ფსიქოლოგიისა და ვიზუალური ხელოვნების გადაკვეთის სივრცეში ვითარდება. ექსპოზიციის კონცეპტუალური ხაზი ადამიანის ემოციურ გამოცდილებაზე გადის. 15 ტილოში პიროვნების ემოციები, განცდილი მოვლენები და მოგონებები ერთიან [...]

  • 19.10.2026

    „შეაღე კარი“ ნინო სარალიძე-ს პერსონალური გამოფენა. “-კარი გავაღე… არც კი ვიცოდი, რომ ღია იყო ჩემთვის.” თბილისი, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ და რაღაც ახალს აღმოვაჩენთ. თბილისობას „მესმას“ სახელოვნებო სივრცე ნინო „სანი“ სარალიძის ნამუშევრებს და მის თბილისურ ხედვას გიზიარებთ. აქ შენი თბილისი დაგხვდება. [...]