ჩვენ შესახებ

კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“ დაფუძნდა საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების მფლობელთა ასოციაციის („იპოა“ — ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე მმართველი ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში) საერთო კრების
გადაწყვეტილებით.
ფონდი მხარს უჭერს ხელოვნების განვითარებას და შემოქმედების მხარდაჭერას. ახალ
თაობას აძლევს განვითარების შესაძლებლობას და ხელს უწყობს ქართული კულტურის
პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ


 

ჩვენი მიზანი

ფონდის ძირითადი მიზნებია:
• ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და თანამედროვე
ინტერპრეტაცია;
• ახალგაზრდების ნიჭისა და ინოვაციური იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა;
• განათლების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მდგრადი
განვითარება;
• საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაზე ორიენტირებული პროექტების
განხორციელება;
• საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლება.

ჩვენი მისია

განვითარება და გავზარდოთ მისი საერთაშორისო მნიშვნელობა. „მესმა“ ხელს უწყობს
ახალი თაობის შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენასა და გაძლიერებას, ქმნის სივრცეს
პროფესიული ზრდისა და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის. ფონდის საქმიანობა
ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, თანამედროვე ტენდენციების
დანერგვას, განვითარებას და ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა
ქართული კულტურა თანაბრად იყოს აღიარებული როგორც ეროვნული სიამაყე და
გლობალური კულტურის ნაწილი.
ფონდის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: პატივისცემა კულტურული
მემკვიდრეობისადმი, ინოვაცია, განათლება და საერთაშორისო თანამშრომლობა

ჩვენი ხედვა

„მესმას“ ხედვა ეფუძნება რწმენას, რომ კულტურის მდგრადი განვითარება პირდაპირ არის
დაკავშირებული განათლებისა და ახალი თაობის შესაძლებლობების გაფართოებასთან.
2025 წლიდან ფონდი გეგმავს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან მემორანდუმების
გაფორმებას, რათა შეიქმნას პლატფორმა, სადაც სტუდენტები:
• მიიღებენ სტიპენდიებს,
• ჩაერთვებიან შემოქმედებით და საგანმანათლებლო პროგრამებში,
• განივითარებენ უნარებს, რომლებიც მათ მოამზადებს ეროვნული და
• განივითარებენ უნარებს, რომლებიც მათ მოამზადებს ეროვნული და
საერთაშორისო კულტურული გამოწვევებისთვის.


 

პრეზენტაცია

კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“

8 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენას უმასპინძლა — გაიმართა კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“-ს ოფიციალური პრეზენტაცია. ეს იყო საღამო, რომელმაც ერთ სცენაზე გააერთიანა სახელოვანი ხელოვანები, ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტები და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს კულტურის განვითარებას ყოველდღიურად ემსახურებიან.

ღონისძიებაზე ფონდის დირექტორმა- ნინი ჯაფარიძემ მიმართა სტუმრებს, ისაუბრა უკვე განხორციელებულ ინიციატივებსა და მომავალ გეგმებზე; წარადგინა დიდი ქართველი რეჟისორის-ელდარ შენგელაიას უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმის თიზერი — ნამუშევარი, რომელიც რეჟისორის სიცოცხლეშივე ფონდის მხარდაჭერით გახმოვანდა.

ოფიციალურად გამოაცხადა თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან სახელოვნებო უნივერსიტეტებთან-თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სამხატვრო აკადემიასთან და ბათუმის სახელოვნებო უნივერსიტეტთან. ამ პარტნიორობით „მესმამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მისია — ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და შემოქმედებით წინსვლას. სწორედ ამიტომ, პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებს გადაეცათ ფონდის პირველი სტიპენდიები, რომლებიც მათი შრომისა და ნიჭის აღიარების ნიშანია.

საღამოს შემოქმედებითი ჯგუფი განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით იყო შემდგარი:

• რეჟისორი: დავით საყვარელიძე

• მუსიკალური ხელმძღვანელი: ნიკა ნიკვაშვილი

• წამყვანები: ნიკოლოზ წულუკიძე და პიზა სექანია

მრავალფეროვან პროგრამაში ერთმანეთს ენაცვლებოდა ვოკალური და ინსტრუმენტული ხელოვნების მრავალფეროვანი ჟანრები, სცენაზე გამოვიდნენ:

ნიკა ნიკვაშვილი და ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატალია ქუთათელაძე, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი ლომისელი, ნანკა გვარი, მეკო და გუნდი, ვალერიან შიუკაშვილი, ლელა მჭედლიძე და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კვარტეტი, საქართველოს საპატრიარქოს გუნდი.

საღამოს განსაკუთრებული ელფერი მისცა ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის და ნატალია ქუთათელაძის ერთობლივმა შესრულებამ — თბილმა, ნოსტალგიურმა და ამავდროულად სიცოცხლით სავსემ, რომელმაც დარბაზს ერთიანად ამაღლებული ემოცია დაუტოვა.

ასევე ღონისძიების ერთ-ერთ დასამახსოვრებელ მომენტად იქცა ნიკოლოზ წულუკიძის მონათხრობი — „უცნობი ისტორიები“, სადაც მან სტუმრებს უამბო დიდ ქართველ მეცენატებზე — მიტროფანე ლაღიძე, ნიკო ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილზე, ელისაბედ ორბელიანი, დავით სარაჯიშვილი, დიმიტრი ყიფიანი -საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში.

ღონისძიება განსაკუთრებულად თბილ ატმოსფეროში დასრულდა — სცენაზე გაჟღერდა ყველასათვის საყვარელი რევაზ ლაღიძის “თბილისო”-რომელსაც კვლავ ნანი ბრეგვაძე ასრულებდა, ყველა მონაწილესთან ერთად…ფინალური კულმინაცია, რომელიც ყველასთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.

საღამო დასრულდა აპლოდისმენტებით, ერთად დგომის განცდით და იმ რწმენით, რომ „მესმა“ მართლაც იქცა პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ყველა თაობას და აყალიბებს ახალ კულტურულ ეპოქას საქართველოში.