ვარლამ ჩარკვიანის გამოფენა „ხილულის მიღმა” 30.10.2026

30 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე, მესმას სახელოვნებო სივრცეში იხსნება ვარლამ ჩარკვიანის გამოფენა „ხილულის მიღმა“.

ვარლამ ჩარკვიანი ფსიქოენერგეტიკული მხატვრობის მიმართულებით მუშაობს და ფერის, შუქისა და ფორმის მეშვეობით ადამიანის ცნობიერების კვლევით ინტერესდება. დაახლოებით სამი ათწლეულია, იოგასა და ციგუნის პრაქტიკას მედიტაციასა და ცნობიერების შესწავლას უთავსებს. ხატვა 42 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ მხატვრობა მისთვის შინაგანი კვლევის ფორმად იქცა.

მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო წარმოდგენილი პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – ბელგიაში, საფრანგეთში, შრი-ლანკაში, აშშ-ში, რუსეთში, ავსტრიასა და ყაზახეთში. მათ შორისაა გამოფენები Factory Tbilisi-ში, Art22Gallery-ში (ბელგია), Curado Art Space-ში (შრი-ლანკა) და Garage Museum of Contemporary Art-ში (მოსკოვი).

გამოფენა „ხილულის მიღმა“ მაყურებელს ვარლამ ჩარკვიანის მხატვრულ სამყაროში იწვევს, სივრცეში, სადაც განმეორებადი ფორმები, ფერთა ურთიერთქმედება და რიტმი ინდივიდუალური აღქმისა და გამოცდილების ნაწილად იქცევა.