მუსიკალური სპექტაკლი „ტატო“
8 ივლისი, 2025
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
მარიკო კვალიაშვილის ორ მოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „ტატო“ ქართული
კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და ამაღელვებელ ფიგურას, პოეტ ნიკოლოზ
ბარათაშვილს ეძღვნება. სპექტაკლი მაყურებელს საშუალებას აძლევს ახლოდან
შეიგრძნოს ბარათაშვილის ცხოვრების დრამატიზმი, მისი ლირიკული სამყარო და
ტრაგიკული ბედისწერა. ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილმა მუსიკალურმა და
დრამატულმა ნარატივმა აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებელში.
ფონდის მონაწილეობა ამ სპექტაკლში ხაზს უსვამს ფონდის მიზანს— მხარი დაუჭიროს
ორიგინალურ ქართულ შემოქმედებას, რომელიც კლასიკური მემკვიდრეობისა და
თანამედროვე ფორმების სინთეზით,ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ეროვნული კულტურის
უმნიშვნელოვანეს ფიგურებს. ფონდი ხელს უწყობს ქართული თეატრისა და მუსიკის
განვითარებას და აძლიერებს ქვეყნის კულტურულ იდენტობას.
