MESMA ART SPACE გაიხსნა
2026 წლის 18 სექტემბერს კულტურის განვითარების ფონდის “მესმას” სახელოვნებო სივრცე MESMA ART SPACE გაიხსნა.
MESMA Art Space წარმოადგენს სახელოვნებო სივრცეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფონდის ბენეფიციარებისთვის პროფესიული პლატფორმის შექმნა და მათი შემოქმედებითი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
აღმაშენებლის გამზირის 139-ში, XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში განთავსებული სახელოვნებო სივრცე ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა.
ღონისძიება გაიხსნება გამოფენით „ფრაგმენტები“, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის მხატვრების – ვახტანგ მუსხელიშვილის, დიმიტრი ანთაძის, დავით გაგოშიძის და მოქანდაკის თალია თოიძის შემოქმედება.
გახსნის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ნიკოლოზ წულუკიძისა და ლელა არაბიძის წიგნის „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“ პრეზენტაცია.
საღამოს დასკვნით ნაწილში პროგრამის „მესმას აღმოჩენა“ ფარგლებში, ფონდმა ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა რაჭის რეგიონის მკვიდრი, ახალგაზრდა სოლო მომღერალი გიორგი სანთელაძე. აღნიშნული პროგრამის მიზანია ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების აღმოჩენა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს დავით ევგენიძემ და “მესმას” სტიპენდიანტმა, ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის (HfMT) სტუდენტმა ლაშა-გიორგი ქიტუაშვილმა.









