ჯულიეტა ადანაია 16.10.2026 – 18.10.2026

16-18 ოქტომბერს, 13:00 დან – 17:00 სთ-მდე, მესმას სახელოვნებო სივრცე მასპინძლობს ტყავზე მუშაობის ხელოვნების სამდღიან მასტერკლასს, რომელსაც ქართველი დიზაინერი, ბრენდის JULS-ის დამფუძნებელი ჯულიეტა ადანაია გაუძღვება.

მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ტყავზე ჭედვის ტექნიკას და თავად ჩაერთვებიან შემოქმედებით პროცესში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკულად გამოსცადონ ეს ხელობა და აღმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები.

ჯულიეტა ადანაიას შემოქმედებითი გზა ხელნაკეთი ნივთების შექმნის სიყვარულით დაიწყო, რაც დროთა განმავლობაში საკუთარ ბიზნესად და ინდივიდუალურ შემოქმედებით მიმართულებად ჩამოყალიბდა.

პანდემიის შემდეგ მან ტყავზე მუშაობის საავტორო სასწავლო კურსი შექმნა და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დაიწყო. დღეს მისი სახელოსნო სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებსაც მასპინძლობს, რომელთათვისაც ტყავზე მუშაობა ახალი უნარების შეძენისა და ქართული შემოქმედებითი გარემოს გაცნობის შესაძლებლობაა.

📍 დავით აღმაშენებლის #139

მასტერკლასზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა.