ლიზა კალანდაძე 9.10.2026 – 11.10.2026

9-11 ოქტომბერს მესმას სახელოვნებო სივრცე ახალგაზრდა ფსიქოლოგისა და ხელოვანის, ლიზა კალანდაძის, გამოფენას „ნარჩენები“ უმასპინძლებს.

ხელოვანის მხატვრული პრაქტიკა ფსიქოლოგიისა და ვიზუალური ხელოვნების გადაკვეთის სივრცეში ვითარდება.

ექსპოზიციის კონცეპტუალური ხაზი ადამიანის ემოციურ გამოცდილებაზე გადის. 15 ტილოში პიროვნების ემოციები, განცდილი მოვლენები და მოგონებები ერთიან ისტორიად იშლება.

გამოფენის ფარგლებში, 11 ოქტომბერს, დაგეგმილია შემოქმედებითი ვორქშოფი „ფერი, ფორმა და ემოცია“, რომელიც 6-12 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 139

გახსნა: 9 ოქტომბერი, 19:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 9-11 ოქტომბერი