მესტიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი 2026
მადლობა შთამბეჭდავი კადრებისთვის, საინტერესო და გულწრფელი შეხვედრებისთვის, ულამაზესი ბუნებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ამ განსაკუთრებულ დღეებს სამუდამოდ დაგვიტოვებს.
ფონდი „მესმა“ ამაყობს, რომ მესტიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის მხარდამჭერი გახდა და ამ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ნაწილი იყო.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს კინოს, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას და ადამიანებს ახალი შესაძლებლობებისა და შთაბეჭდილებების მისაღებად აერთიანებს.
მადლობა ფესტივალის გუნდს ამ განსაკუთრებული სივრცისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.
მომავალ შეხვედრამდე!
