ნიჭი ყველგანაა, შესაძლებლობა კი იქ იქმნება, სადაც მისი სჯერათ.

სწორედ ამ რწმენით შეიქმნა ფონდ „მესმას“ ვიზუალური ხელოვნების პროგრამა-ღია ყველასათვის, ასაკისა და პროფესიის მიუხედავად. რადგან გვჯერა, რომ ნიჭს არც ასაკი განსაზღვრავს და არც პროფესია.

პროგრამის გამარჯვებულებისთვის ეს გზა პერსონალური გამოფენით გრძელდება. თუმცა ფონდი „მესმა“ მხოლოდ საგამოფენო სივრცეს არ სთავაზობს მათ, თითოეული გამოფენა ავტორთან ერთად იქმნება, მუდმივი დიალოგის, კონსულტაციების, მათი იდეებისა და ხედვის გათვალისწინებით.

რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი მაშინ დგება, როცა ხელოვანი საკუთარ ისტორიას საკუთარი ხედვით ჰყვება.

ზოგჯერ სწორედ ერთი შესაძლებლობა ხდება დიდი გზის დასაწყისი.