ფესტივალის დასკვნითი საღამო — „მუსიკის 12 მოციქული“
18 დეკემბერს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გაიმართა კულტურული ღონისძიება — დათო ევგენიძის პროექტის „მუსიკის 12 მოციქული“ ფარგლებში ჩატარებული ფესტივალის ფინალური კონცერტი. პროექტი აერთიანებს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ შემოქმედებს.
პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, რომლის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული კულტურის მხარდაჭერა, განვითარება და მისი საერთაშორისო სივრცეში აქტიური წარმოჩენა.
„მუსიკის 12 მოციქული“ სწორედ ამ მისიის ნათელი გამოხატულებაა — ინიციატივა, რომელიც ემიგრანტ ქართველ მუსიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შემოქმედებით კვლავ დაამყარონ კავშირი სამშობლოსთან,
მუსიკით-რომელიც გვაერთიანებს, მიუხედავად მანძილისა.









