“მესმას რჩეული” – მეგაშოუ “საქართველოს ხმა”

“საქართველოს ხმა” — პროექტის ფარგლებში ფონდი „მესმა“ წარმოგვიდგენს სპეციალურ პრიზს — „მესმას რჩეული“, რომელიც ერთ-ერთი კონკურსანტის საერთაშორისო პროფესიული  განათლების მხარდამჭერია.

6 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროექტი  მეგაშოუს“ საქართველოს ხმა” გრანდიოზული ფინალი გაიმართა.  საღამო სავსე იყო უმაღლესი დონის შესრულებებით, ნათელი ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით!

ღონისძიებაზე „მესმას რჩეული“ პრიზი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინი ჯაფარიძემ გამოაცხადა და გადასცა ფონდის მიერ შერჩეულ გამარჯვებულს — გიორგი ფრუიძეს.

ფონდი „მესმა“ სრულად დააფინანსებს გიორგი ფრუიძის სწავლას Berklee College of Music-ის პრესტიჟულ ონლაინ პროგრამაში (Berklee Online). ეს ინტერაქტიული პლატფორმა გვთავაზობთ ყოველკვირეულ სტრუქტურას: ვიდეო ლექციებს, აუდიო მასალებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და კვიზებს, დისკუსიებს, სავალდებულო დავალებებს (პერსონალური ფიდბექით) და ერთსაათიან ლაივ სესიებს ინსტრუქტორებთან (რომლებიც იწერება მოგვიანებით საყურებლად).

კლასები მცირეა — მაქსიმუმ 20 სტუდენტი — რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მიდგომას, აქტიურ ურთიერთქმედებასა და თანამშრომლობას სტუდენტებთან 140-ზე მეტი ქვეყნიდან. ლექციებსა და სესიებს უძღვებიან Berklee-ის ბოსტონის კამპუსის ფაკულტეტის წევრები და მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები — გამოცდილი მუსიკოსები, პროდიუსერები, ინჟინრები და განმანათლებლები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მსოფლიო ვარსკვლავებთან.

გვჯერა, რომ გიორგი ამ შესაძლებლობით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს!

ეს ინიციატივა სრულად ემთხვევა ფონდ „მესმა“-ს მისიას — ახალგაზრდა  მუსიკოსების მხარდაჭერასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო დონეზე.