ტრისტან სარალიძის 70 წლის იუბილე
5 ივნისი 2025
საქართველოსკინოაკადემიის დიდი კინოდარბაზი
საქართველოს კინოაკადემიის დიდ დარბაზში ტრისტან სარალიძის 70 წლის იუბილე
განსაკუთრებულად აღინიშნა. მისი თეატრისა და კინოს სფეროში განვლილი გზა,
პროფესიული მიღწევები და მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ კულტურაში, სიყვარულითა
და მადლიერებით გაიხსენეს კოლეგებმა, სტუდენტებმა და მაყურებელმა.
მისი შემოქმედება კვლავ ცოცხლად იგრძნო დარბაზმა.
ღონისძიების ემოციური ნაწილი იყო ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი ფილმის
ჩვენება, რომელშიც წარმოდგენილი იყო ტრისტან სარალიძის უკანასკნელი როლი.
ღონისძიების ფარგლებში ფონდმა დაარსა ტრისტან სარალიძის სახელობის ყოველთვიური
სტიპენდია, ერთი წლის ვადით, რომელიც გადაეცა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს.
ფონდის ეს ნაბიჯი აერთიანებს წარსულისადმი პატივისცემას და მომავლის
მხარდაჭერას. ტრისტან სარალიძის სახელობის სტიპენდია წარმოადგენს შთაგონებასა
და მოტივაციას, სწავლისადმი პასუხისმგებლობას. ეს ინიციატივა სრულად პასუხობს
ფონდის მიზანს — ინვესტიცია ახალგაზრდების კულტურულ და პროფესიულ
განვითარებაში.
