სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მიკირტჩიანის ხსოვნის საღამო

5 ივლისი, 2025
ერევანი, სომხეთი
ფონდმა „მესმა“-მ მხარი დაუჭირა ორი ლეგენდარული მსახიობის, სოფიკო ჭიაურელისა და
ფრუნზიკ მიკირტჩიანის შემოქმედებით ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს ერევანში.
ღონისძიებამ ორი ქვეყნის მაყურებელი ხელოვნების საერთო ენით კიდევ ერთხელ
გააერთიანა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საღამო იგეგმება საქართველოშიც, რომლის თანადაფინანსებაც
ფონდი უზრუნველყოფს. ღონისძიება ემსახურება რეგიონალურ ქვეყნებს შორის
კულტურულ დიალოგს. ფონდის მიზანია, ეს დიალოგი გახდეს შთაგონების წყარო ახალი
თაობისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების გაცვლას, შემოქმედებით
აღმავლობას და რეგიონში მყარ, მომავლისკენ მიმართულ კავშირებს.