ფონდი “მესმა”-ს ოფიციალური ღონისძიება
თარიღი: 8 სექტემბერი
დრო: 19:00
ადგილი: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
ღონისძიების შესახებ:
კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, რომელიც შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) გადაწყვეტილებით, იწყებს საქმიანობას ქართული კულტურის, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით.
ფონდის პრეზენტაციაზე ოფიციალურად გამოცხადდება პარტნიორობა წამყვან სახელოვნებო უნივერსიტეტებთან. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს გადაეცემათ სტიპენდიები, რაც არის ფონდის ერთ-ერთი მისია — ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და შემოქმედებით წინსვლას. ასევე მხარი დაუჭიროს მოქმედ ხელოვანებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართული კულტურის სახეს და ინარჩუნებენ შემოქმედებით ბმას თაობებს შორის.
შემოქმედებითი ჯგუფი
- მუსიკალური ხელმძღვანელი: ნიკა ნიკვაშვილი
- რეჟისორი: დავით საყვარელიძე
- წამყვანები: ნიკოლოზ წულუკიძე, პიზა სექანია
ღონისძიების მონაწილეები
- ნიკა ნიკვაშვილი და ორკესტრი
- ნინო სურგულაძე
- ნატალია ქუთათელაძე
- იანო ალიბეგაშვილი
- გიორგი ლომისელი
- ნანკა გვარი
- მეკო და გუნდი
- ვალერიან შიუკაშვილი
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კვარტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს გუნდი
სპეციალური შესრულება
- ნანი ბრეგვაძე
- ეკა მამალაძე
- ნატალია ქუთათელაძე

