“ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სახელოვნებო უნივერსიტეტებთან “

კულტურის განვითარების ფონდმა „მესმამ“ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინი ჯაფარიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა.

ფონდისთვის ეს მემორანდუმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დიდი გზის გაგრძელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის კულტურული სივრცის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას სტუდენტებისა და შემოქმედებითი საზოგადოებისათვის.