“ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სახელოვნებო უნივერსიტეტებთან “

კულტურის განვითარების ფონდმა „მესმამ“ გააფორმა მემორანდუმი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიასთან.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა-ნინი ჯაფარიძემ და აკადემიის რექტორმა-ყარამან ქუთათელაძემ. მადლობას ვუხდით აკადემიის ხელმძღვანელობასა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის და კეთილგანწყობისთვის.
მემორანდუმი შექმნილია ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების, გამოფენების, კვლევითი პროექტებისა და პროგრამების წახალისების მიზნით, რაც გააძლიერებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების პოპულარიზაციას.