კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“ აცხადებს 2026–2027 წლების პროგრამის დაწყებას

კულტურის განვითარების ფონდიმესმააცხადებს 2026–2027 წლების პროგრამის დაწყებას

კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“ იწყებს ახალ, გაფართოებულ პროგრამას, რომლის მიზანია ქართული ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა ყველა სფეროში ეტაპობრივად, მთელი 2026–2027 წლების განმავლობაში.

პროგრამა განაწილებულია თითოეული მიმართულებისთვის ორთვიან ციკლებად, რაც უზრუნველყოფს უფრო სიღრმისეულ განხილვას, ინდივიდუალურ მიდგომას და ხარისხიან გადაწყვეტილებებს.

ფონდის პრიორიტეტია თანაბარი შესაძლებლობა ყველა ხელოვანისთვის, იქნება ეს ახალგაზრდა შემოქმედი თუ გამოცდილი პროფესიონალი. პროექტების შერჩევა განხორციელდება გამჭვირვალე პროცედურით, გამგეობის წევრებით და სპეციალური საკონკურსო კომისიის მონაწილეობით.

  • განაცხადის ფორმა და ინსტრუქცია გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე თითოეული მიმართულების მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.
  • თითოეულ ეტაპზე განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ ფორმით.
  • შეფასებას განახორციელებს გამგეობის წევრები და ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

 

ელ.ფოსტა: info@mesma.ge

პროგრამის მიმართულებები და განხორციელების პერიოდი

  • 9 თებერვალი – 9 აპრილი 2026

ვიზუალური ხელოვნება და ფოტოგრაფია

მიმართულება მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ვიზუალურ პრაქტიკებს, მათ შორის ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურას, ინსტალაციასა და ფოტოგრაფიას. პროგრამა ხელს უწყობს ავტორული ხედვის, ექსპერიმენტული ფორმებისა და ვიზუალური კულტურის განვითარებას.

  • 9 აპრილი – 9 ივნისი 2026

მუსიკა (აკადემიური, საშემსრულებლო, კომპოზიტორული და თანამედროვე მუსიკა)

მოიცავს სოლო და ანსამბლურ ფორმატებს, ახალ ნაწარმოებებსა და კომპოზიტორულ საქმიანობას. პროგრამა მხარს უჭერს მუსიკის შექმნას, შესრულებას და პროფესიულ განვითარებას.

  • 9 ივნისი – 9 აგვისტო 2026

თეატრალური ხელოვნება და პერფორმანსი

მიმართულება აერთიანებს დრამატულ თეატრს, თანამედროვე პერფორმანსს და სცენურ ექსპერიმენტებს. პროგრამა ხელს უწყობს ახალი თეატრალური ფორმების ძიებასა და ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას.

  • 9 აგვისტო – 10 ოქტომბერი 2026

კინემატოგრაფია და ვიდეოხელოვნება

მოიცავს მოკლემეტრაჟიან კინოს, დოკუმენტურ და ექსპერიმენტულ ვიდეოპრაქტიკებს. აქცენტი კეთდება ავტორულ ნარატივსა და თანამედროვე მედიის გამოყენებაზე.

  • 10 ოქტომბერი – 10 დეკემბერი 2026

ლიტერატურა და პოეზია

მიმართულება ფოკუსირებულია ლიტერატურული პროცესების, ღონისძიებების და პლატფორმების განვითარებაზე. პროგრამა მხარს უჭერს საჯარო კითხვის საღამოებს, ინტერდისციპლინარულ პროექტებს და ლიტერატურის ახალ, თანამედროვე გზებს.

  • 10 დეკემბერი 2026 – 9 თებერვალი 2027

მოდა და დიზაინი

მოიცავს მოდის დიზაინს, ტექსტილსა და ვიზუალურ კომუნიკაციას. პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე დიზაინერულ აზროვნებაზე, ინოვაციურ მასალებსა და ავტორულ კოლექციებზე.

  • 9 თებერვალი – 9 აპრილი 2027

ქორეოგრაფია და საცეკვაო ხელოვნება

მიმართულება აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ საცეკვაო პრაქტიკებს. პროგრამა ხელს უწყობს ქორეოგრაფიული ენის განვითარებასა და ახალი სცენური ფორმების შექმნას.

  • 9 აპრილი – 9 ივნისი 2027

ინტერდისციპლინარული და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები

მიმართულება განკუთვნილია სხვადასხვა დარგის ხელოვანთა თანამშრომლობისთვის. პროგრამა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განვითარებას, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ხელოვნების სფეროს.

განაცხადების მიღების, განხილვისა და პასუხის ვადები

ვიზუალური ხელოვნება და ფოტოგრაფია

მიღება: 9 თებერვალი – 2 მარტი 2026

განხილვა: 3 მარტი – 22 მარტი 2026

პასუხი: 25 მარტი 2026

მუსიკა

მიღება: 9 აპრილი – 30 აპრილი 2026

განხილვა: 1 მაისი – 20 მაისი 2026

პასუხი: 25 მაისი 2026

თეატრი და პერფორმანსი

მიღება: 9 ივნისი – 30 ივნისი 2026

განხილვა: 1 ივლისი – 20 ივლისი 2026

პასუხი: 25 ივლისი 2026

კინო და ვიდეოხელოვნება

მიღება: 9 აგვისტო – 30 აგვისტო 2026

განხილვა: 31 აგვისტო – 19 სექტემბერი 2026

პასუხი: 25 სექტემბერი 2026

ლიტერატურა და პოეზია

მიღება: 10 ოქტომბერი – 30 ოქტომბერი 2026

განხილვა: 31 ოქტომბერი – 19 ნოემბერი 2026

პასუხი: 25 ნოემბერი 2026

მოდა და დიზაინი

მიღება: 10 დეკემბერი – 30 დეკემბერი 2026

განხილვა: 31 დეკემბერი – 19 იანვარი 2027

პასუხი: 25 იანვარი 2027

ცეკვა და ქორეოგრაფია

მიღება: 9 თებერვალი – 2 მარტი 2027

განხილვა: 3 მარტი – 22 მარტი 2027

პასუხი: 25 მარტი 2027

ინტერდისციპლინარული პროექტები

მიღება: 9 აპრილი – 30 აპრილი 2027

განხილვა: 1 მაისი – 20 მაისი 2027

პასუხი: 25 მაისი 2027

დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას.
  • განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
  • პროექტების შეფასებას ახორციელებს ფონდის გამგეობის წევრები და სპეციალური საკონკურსო კომისია.
  • დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ფონდი დაგიკავშირდებათ.

განაცხადის ფორმა და დეტალური ინსტრუქციები გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე www.mesma.ge თითოეული მიმართულების განაცხადების მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

საკონტაქტო ელფოსტა: info@mesma.ge

„მესმა“ აგრძელებს კულტურის მხარდაჭერას თანმიმდევრულად, სფერო-სფერო – იქ, სადაც თითოეული იდეა იძენს ფორმას და სიცოცხლეს.

წარმატებას გისურვებთ!

შეავსე განაცხადი აქ