ელდარ შენგელაიას უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აბდაუბდა”
ელდარ შენგალაია
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას უკანასკნელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აბდაუბდა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის. იგი დიდი შემოქმედის ცხოვრებისეული და პროფესიული გზის სიმბოლურ შეჯამებას წარმოადგენს და ხაზს უსვამს მის უნიკალურ მხატვრულ ხედვას.
ფონდმა „მესმამ“ თავად ავტორის სიცოცხლეში დაუჭირა მხარი ფილმის გახმოვანებას. სწორედ ამიტომ, ელდარ შენგელაიას ოჯახთან ერთად, ფონდმა ორგანიზება გაუწია ფილმის პირველ დახურულ ჩვენებას — პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად რეჟისორის შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი.
13 დეკემბერს გაიმართა დახურული ჩვენება, რომელიც მნიშვნელოვანი კულტურული საღამოს ნაწილი გახდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის პარტნიორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. საღამომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელოვნების მხარდაჭერისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.






